Home »
»
ქარელის მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე რეგიონში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკოლოგიურად გამართული და ესთეტიკური გარემოს მოწყობა. მუნიციპალიტეტის სოფლებში, აგროტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე, რომლებიც ფლობენ ბაღის დიზაინის, გამწვანებისა და ლანდშაფტის მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიებს.
პროგრამის მიზანია:
ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა;
ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი და ესთეტიკური გარემოს განვითარების ხელშეწყობა;
თანამედროვე ტექნოლოგიების, ეკოლოგიური მიდგომებისა და აგროდიზაინის პრაქტიკის დანერგვა;
ზოგადი განათლებისა და პროფესიული უნარების ინტეგრირებული შეთავაზებით ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ზრდა.
კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში: ლანდშაფტის დიზაინის კომპანიებში, ადგილობრივი თვითმმართველობის კეთილმოწყობის სამსახურში, აგროტურისტულ ობიექტებსა და სოფლის მეურნეობის მიმართულების ორგანიზაციებში. ასევე, პროგრამა ხელს უწყობს მცირე მეწარმეობის განვითარებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმების სტიმულირებაში.







No comments:
Post a Comment